ТОП просматриваемых книг сайта:
Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Читать онлайн.Название Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Год выпуска 0
isbn 9785449020451
Автор произведения Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Жанр Языкознание
Издательство Издательские решения
Ⴂრე – გოჯი, ადლის მეთექუსმეტე ნაწილი.
Ⴂრემა – მრეში, მქრქალი ფერი (Ⴀღიელთან ნახე).
Ⴂრემლობა – (ვიგრემლებ) ოლვა, დაოლვა, გამოსურმა თვალთა საგრემელითა.
Ⴂრეხა – (ვჰგრეხ) შესთვა ბრუნებით თოკისა და მისთანათა.
Ⴂრეხილი – დაგრეხილი, შესთული. // ქალთ სამკაული მძივებით ასხმული გულზედ ჩამოსავლები.
Ⴂრიალი – (გრიალებს) ხმა წისქვილთ ბრუნვისა, ეტლთა სრბოლისა და მისთანათა, დგრიალი, მუცელი გრიალებს.
Ⴂრიგალი, გირგალი – ქარი ტრიალით მომბერავი, რომელიცა დახვევით ეკვეთება და განანქრევს რაჲცა შეხუდების.
Ⴂრივი – აპანაგი, ძველებური საწყაო თესლეულთა, ანუ მარცვალთა.
Ⴂრიკი – მთის ჟოლო.
Ⴂრილი – მცირედ ცივი, სასიამოვნო სიცხის დროს. // ნივთი ცივის ბუნებისა, მხურვალის წინააღმდგომი (ითქმის უფრორე სამკურნალოთათჳს წამალთა).
Ⴂრილობა – (ვაგრილებ) დაჩრდილება, დაგრილება სიცხისაგან.
Ⴂრკალი – გრგოლი, კარშიკი.
Ⴂრკჳნვა – (ვჰგრკჳნავ) ჩჩჳლთაგან შეხარვით რეცა უბნობა მზრდელთამდი.
Ⴂროვა – ხროვა, ჯგუფად კრებულნი ერთგუარნი ცხოველნი. // ზვინად მოკრებულნი ერთგუარნი ნივთნი.
Ⴂროვება – (ვაგროვებ) დაფანტულის ერთად შეკრება, მოქუჩება.
Ⴂრუზი, გრუზა – თმახუჭუჭი, დაგრეხილი.
Ⴂრუტუნი, ღრუტუნი – (გრუტუნებს) ტრედთ ხმიანობა.
Ⴂრძელი – უმეტეს ზომისა ან წარზიდული.
Ⴂრძნება – (ვჰგრძნებ) მოგვობა, მოქმედება მოქმედება განსაკჳრვოთა საქმეთა ხელოვნებით, ანუ ეშმაკის მანქანებით.
Ⴂრძნეული – მოგჳ, მოქმედი ეშმაკურთა საქმეთა.
Ⴂრძნობა – (ვჰგრძნობ, ვაგრძნობ, ვიგრძნობ) გაგება, შეგნება, მიხდომა. // ვაგრძნობ.
Ⴂრძნობის საცავი – Ⴑაგრძნობელი ნახე.
Ⴂრწყილი – კრწყილი.
Ⴂრჭო, გრჯო – წურილი ლატანი.
Ⴂრჯღა, კრჩხა – ხეთა ძირის მორთაგან განყოფილნი დიდნი რტონი, ხოლო ამათ