Скачать книгу

გუარივე, არამედ უყელო.

      Ⴂოგრახი – დიდი გოდორი და გოგოხი უმცირესი.

      Ⴂოგუთი – თავმრგუალი ჯოხი.

      [Ⴂოდა – ნახე Ⴉოდი].

      Ⴂოდება – მოთქმით ტირილი (ვჰგოდებ) (ნახე Ⴒირილთან).

      Ⴂოდოლი – ძეგლი, ბურჯი, კოშკი დიდი და მაღალი.

      Ⴂოდოლტაძრები – ბურჯებით ნაშენნი ზღუდენი ტაძრისანი.

      Ⴂოდორი – წნული ჭურჭელი ნერგის წნელთაგან (ნახე Ⴘარაგული).

      Ⴂოვზა – გოვზაკი დიდი სარწყული.

      Ⴂოზაური – დიდი საღვინე (ნახე Ⴑაღვინესთან).

      Ⴂოზინაყი – ნუში ან ნიგოზი ნადუღს თაფლში გავლებული, პუნგია.

      Ⴂოკინი – გოხინი, ყროყინი, ვირთ ხმიანობა.

      Ⴂოლი – ანუ თაფლი გოლეული გარდაუმდნარი ხვეზა თაფლისა, კიპრუჭი, თაფლის პურები, ახლად გამოღებული სკიდამ.

      Ⴂამაზარი, გუამასარი – წერილი გრძელი და გავრცელებული (ნახე Ⴜერილთან).

      Ⴂომბეშო – მეტად დიდი ბაყაყი.

      Ⴂომბიო – პაწუა, პაწიკელა, პატარა გოგო მოსამსახურე.

      Ⴂომი და გომური – ბოსელი, სადგური სახლი დიდროვანთა ხვასტაგთა.

      Ⴂომიზი, გომფისი – ხის წებო.

      Ⴂომიჯი – ჭრელი ხმიადი იმერული (ნახე Ⴎურთან).

      Ⴂონება – ძალი სულისა თჳთოეულ განხილვად მოკიდულებასა საზოგადოთა ჭეშმარიტებათასა. // ჰაზრი, ფიქრი, გულის ზრახვა. // (ვიგონებ) ფიქრობა, გულში ზრახვა. // ზოგგან დაუდვიათ გონება ნაცულად სჳნდისისა, ვითა ნათესავი ნაცულად სახისა.

      Ⴂონი – მდაბიურად გონება, ჭკუა, განსჯა.

      Ⴂონიერი, გონებიანი – სრულის გონების მქონი.

      Ⴂონიერდ – ჭკუვით, გონებიანად.

      Ⴂონჯი – მახინჯი, დაღრეკილი, სახიჩარი, ანუ ასონაკლები.

      Ⴂორა – საწყაო, 16 დოქს შთაიტევს (ნახე საწყაოსთან).

      Ⴂორა და გორაკი – ბორცვი, მცირე მთა (ნახე Ⴋთასთან).

      Ⴂორანგო – ღორთ ზევითი ღოჯი ეშვის სალესავი.

      Ⴂორგალი – ნასთი, ანუ მკედი მრგულად დახვეული.

      Ⴂორგომიჭელა – პატარა

Скачать книгу