Скачать книгу

მეცნიერება, გარნა ზუაობით ხელურს იქმოდეს.

      8. Ⴘლეგი დაუცადებელად და თავგაწირვით მოუსვენარი, თავზედ ხელაღებული.

      9. Ⴜტერი ფრიადითა აღორთქლებითა შინაგანთა ბალღამთათა საგრძნობელთ ორღანოთა მიხდილი და საქმეთა კეთილად ვერ მოქმედი. ამგუარივეა ცეტი და ჩერჩეტი.

      10. Ⴔეთიანი ღამე საოცართა მოლანდებითა ჟამად ცნობა მიხდილი, ბნედიანი.

      11. Ⴘეთიანი სნეული ხელურად მქცევი ხშირად წამოვარდნით, ანუ უგუნურად უბნობით.

      12. Ⴞეტი ტეტრის მსგავსი, სიყრმითგან გონებადაბრჯგუვებული ავის ზნის შეჩვევით და თუმცა შემდგომად სწავლა მოენებოს, არამედ სწავლით უმეტესად გარდარეულ იყოს.

      Ⴂიჟი – ზოგჯერ ჰნიშნავს ცელქსა, მოუსვენარსა, ხოლო ჭკვიანი მშვიდსა.

      Ⴂირაგი – დიდი მანგანა ხისა, მოსაჭირებელი გასახერხავთა ძელთა, ანუ გასაქლიბთა მეტალლთა.

      Ⴂირაო – წინდი, საწინდარი.

      Ⴂირვანქა – 8 კვერცხის წონა (Ⴑაწონთან ნახე).

      Ⴂიშერი – სათი, შავი ქუა ძვირფასი.

      Ⴂიშრაფეთი – ზელილი კორკოტი.

      Ⴂლა – (ვაგლი, ვეგლები) თავის გლა, მიხლა. Ⴐა გგლის, რა გრჯის, რაგგმა ან რას დასდევ.

      Ⴂლახ! – შორისდებული სავაებო (იხილე რთულად ვაგლახ!)

      Ⴂლახა, გლახაკი – უპოვარი, უქონელო, ანუ დაცემული სიმდიდრისგან. // Ⴈთქმის ნივთთათჳსცა და ჰნიშნავს ცუდსა, ბედითსა, ვითარ გლახა ღვინო, გლახა დანა, გლახა ნაწერი.

      Ⴂლემურძი – ღორის ხორცსა და ტყავს შუა მომსუქნო ადგილი.

      Ⴂლესა – (ვგლეს) განგოზა, წასმა რისამე, გაგლესა.

      Ⴂლეხი, გლეხიკაცი – მდაბიო, მსოფლიო მოსახლე.

      Ⴂლეხური – გლეხთ შესაფერი.

      Ⴂლეჯა – (ვჰგლეჯ) ხევა, მოხევა, დახევა, ანუ აღმოფხურა მცენარეთა, კრეფა ხილთა და მისთანათა.

      Ⴂლინვა – (გლინავს, ეგლინება) გველივით მუცლით ცორვა (Ⴈიარულში ნახე),

      Ⴂლისპი – ანჩხლი, კაპასი, ჯიქი, გაუგონარი, მიუკარებელი. // Ⴑაღვთოსა შინა წერილსა დაუდვიათ გაპარსულის ადგილს.

      Ⴂლოვა –

Скачать книгу