Скачать книгу

ძლიერად დასივება.

      Ⴂაჯიქება – (გავსჯიქდები) ფრიად გაგლისპება, ახირება.

      Ⴂაჯრა – (გავსჯრი) გაჭრა, გაჭედა.

      Ⴂაჯუფთება – (გავსჯუფდები) გათხოვა, შებმა სირბილში, მუშაობაში და სხ.

      Ⴂბობა, გბოლვა (ვაგბობ) – ხარშვა.

      Ⴂბობილი, გბოლვილი – წუნიანი შეჭამადი.

      Ⴂდება (გდია) – ერთს ადგილს დება ან წოლა (მრავალთათჳს ითქმის ყრა, ჰყრია). // (ვუგდებ ბადეს) სროლა. // ვუგდებ ყურს (ნახე Ⴗურის გდება; გდება (ვაგდებ). Ⴅნებითად: ვრდომა (ვვარდები) მისის რთულებითურთ (ნახე Ⴇჳსთა ადგილთა).

      Ⴂება – (ვაგებ) გაშლა, დაფენა, დაგება.

      Ⴂება – (ვაგებ) შენება, აღშენება, აღგება. // კუალად გება (კუალად ვაგებ), გარიგება, განკარგვა, განგება.

      Ⴂება – (ვიგებ) მოგება ანუ (ვაგებ) წარგება (იხილენ თჳსთა ადგილთა ლექსნი ესე).

      Ⴂება – (ვუგებ, მივუგებ), Ⴎასუხისგება ნახე.

      Ⴂება – (ვჰგიე, ვჰგებ, ვეგები) ყოფა, დადგრომა და სხ. (ნახე Ⴄგების).

      Ⴂეგმი – აღსაშენებელის ადგილის პირველ მოხაზული სახე.

      Ⴂეენია – ადგილი ჯოჯოხეტისა ცეცხლით სატანჯველი ცოდვილთა.

      Ⴂეზელი – მამალი ქორი, მიმინო და მისთანანი.

      Ⴂეზი – უფრთო ისარი (ნახე Ⴈსათან), გეზად, პირდაპირ, სწორედ (ნახე Ⴕეშად).

      Ⴂელა – თორნის საჩხრეკი კეტი.

      Ⴂელაზი – ზეთის სახდელთა შინა დიდი მრგუალი ქუა გვერდზედ სატრიალებელი დასაღერღად გამოსახდელთა მარცუალთა.

      Ⴂელაქნური – (თავზ.) თევზი პოვებული Ⴂელაქუნისა ან Ⴑევანის ტბასა შინა. Ⴂემება (ვიგემებ) გასინჯვა გემოსი, ნახვა გემოდ.

      Ⴂემება – ერთი ხუთთა გრძნობათაგანი, რომლისაცა ქვემდებარე არიან გემონი (ნახე Ⴑაგრძნობელთან).

      Ⴂემო – ვითარება საჭმელთა, ანუ სასმელთა, ქვემდებარე გემებისა. Ⴓპირველესნი სახენი გემოსანი არიან: სიტკბო, სიმწარე, სიმლაშე, სიმჟავე. Ⴄსენი რა შეიზავებიან ურთიერთარს, მეტნაკლებობით მისგან შეიქმნებიან მრავალგუარნი

Скачать книгу