Скачать книгу

ხმა სავაიებო.

      Ⴅაჲმე, ვამე, ვამი – იგივე.

      Ⴅაჲ შენი ბრალი – შენ მებრალები.

      Ⴅაჟი – წული, ძე შვილი.

      Ⴅაჟინა – ხილთ წვენი შაქრითა ან თაფლით შეზავებული.

      Ⴅაჟკაცი – ახალგაზრდა მამაცი.

      Ⴅარ, ხარ, არს – ზმნა არსებითი, ზოგგან ლესთა გასაწყობად დაუდვიათ; ვარიმე, ხარი შენ.

      Ⴅარაგი – ნამგლის გნდე.

      Ⴅარაყი – ქანდა.

      Ⴅარგა – სახმარია, გამოდგება.

      Ⴅარგისი – გამოსადეგი.

      Ⴅარდი – ხე.

      Ⴅარდის ზეთი – გამონახადი ვარდის სინოტივე, სუნნელი.

      Ⴅარდისუბანი – სავარდე ადგილი.

      Ⴅარდის წყალი – ნადუღი ვარდისა.

      Ⴅარდკანაფა – თმიანა, ქარაძენძა.

      Ⴅარდკაჭაჭა – (ბალ.).

      Ⴅარდკოხა, ვარდგოხა – ქუნთრუშა.

      Ⴅარდობის თვე – მაისი (ნახე Ⴆოდიქოსთან).

      Ⴅარვარი – (ვარვარებს) ლაპლაპი, უკომლოდ ნთება, წითლად ჩენა ალისა და ნაკვერცხალთა.

      Ⴅარზი – მახვილი (ცელივით).

      Ⴅარია – მოზდილი მართვე შინაურთა მფრინველთა: ქათამთა, ინდაურთა, ბატთა, იხუთა და მისთანათა.

      Ⴅარია – მომცრო სადღვებელი.

      [Ⴅარისი] —

      Ⴅარმანდი – ანაფორა, პალეკარტი.

      Ⴅარსიმი – დალაქი, თავისა და წვერთა მპარსველი.

      Ⴅარსკულავი – ზოგადი სახელი მნათობთა ცისათა, ღამით ხილულთა.

      Ⴅარსკულავედი – სამოსელი ხალასად ნაკერი.

      Ⴅარსკულავთმრიცხველი – ასტრონომოსი.

      Ⴅარსკულავკრებული, თანვარსკულავედი – რაოდენნიმე ვარსკულავი ერთად მდგომნი ცასა ზედა, რომელნიცა მიმსგავსებითა ცხოველთა, ანუ ნივთთა უწოდებიათ მათითა სახელებითა, ვითარცა 12 ბურჯნი ზოდიაქოსანი, კუალად ხომლი, გჳრგჳნი, ანუ ცხენის ნალი, დათვი, რომელსაცა მსოფლიონი უწოდებენ რვილად, და სხუანი.

      Ⴅარსკულავმორბედი – ტატანი, ღამით მფრინავი ვარსკულავი.

      Ⴅარშამანგი – თავმოსახვევი მანდილი, საბურველი, ანუ

Скачать книгу