Скачать книгу

სიმძიმითა და სხ. (ნახე Ⴓმცირესი).

      Ⴃიდკაცობა – უფროსობა.

      Ⴃიდკაცური – შესაფერი დიდკაცთა.

      Ⴃიდრაქმნა – ფული ორდრაქმიანი (ნახე Ⴃრაქმა).

      Ⴃიდრონი – დიადი, დიდდიდი (მრავლობითი).

      Ⴃიდძალი – მრავალრიცხჳ, ფრიად მრავალი, საკმაო.

      Ⴃიდხან, დიდხანს – გრძელ ჟამად.

      Ⴃივანი, დივანბეგი – ნახე Ⴋდივანი, Ⴋდივანბეგი.

      Ⴃიკა – ახალთესლი, გაზაფხულის სათესი ხვარბალი.

      Ⴃიკასტირია – სასულიერო სასამართლო, სამსჯავრო.

      Ⴃილა – ჟამი გარიჟრაჟითგან ვიდრემე მზის ამოსვლადმდე და ვიდრემე შუადღემდეცა. Ⴐამეთუ სადილი ეწოდების შუადღის სერსა (იხილენ ლექსნი ესე), ხოლო ჟამნი დილისანი შეუდგებიან ესრეთ: მცირედ დილის ნათლის გამოჩენას ეწოდება რიჟრაჟი, გარიჟრაჟი და გაცისკრება, შემდგომად მისსა უმეტესსა განათლებასა – განთიადი, დილაბინდი და ტრედისფრად გათენება და რა დღე-ღამე გაირჩიოს, ვიდრემე მზის ამოსვლადმდე ნათელსა – ალიონი, ხოლო დილით მზის ამოსლჳს წინ ელვარებასა ღრუბელთა ფერად-ფერადად – დაფიონა.

      Ⴃილაჯი – წყარო, ანუ ნაკადული (ნახე Ⴜყალთან).

      Ⴃილეგი – ბნელეთი (ნახე Ⴑაპყრობილესთან).

      Ⴃინარი – დრამა, დრაქმა.

      Ⴃინგი – ღორთა, ძაღლთა და მისთანათა ტუჩი ცხვირითურთ. // მწერთ საწოვნელი ხორთუმი,. // საცეხველთა მომსხო წინა წვერი დასაძეგვად.

      Ⴃინება – (ვადინებ) ქმნა დენისა, წარმოსხმა ნოტიოთა.

      Ⴃიოფალი – კნინობითი, ლექსისაგან დედოფალი.

      Ⴃისკო, დისკოსი – ეწოდების მრგუალთაჭურჭელთა, თეფშსა, პინაკსა და მისთანათა და საკუთრად სიწმინდისთვის ფეშხუმსა საეკლესიოსა. // ქართულად უხმარიათ დასანიშნველად სიმრგულისა მნათობთასა, ვითარ მზისა, მთოვარისა და სხუათა.

      Ⴃისწული – შვილი დისა.

      Ⴃნობა – (ვადნობ, ვსდნები) მაგართა ნივთთა გალხვება, გადნობა, ნოტიოდ გარდაქცევა სითბოსგან.

      Ⴃო – ნადღვები მაწონი უცხიმო.

      Ⴃობილი – დად წოდებული, ხმობილი.

      Ⴃოვლათი –

Скачать книгу