Скачать книгу

მამისა და არა მშობელი

      Ⴃედობილი – დედის მაგიერი, დედად ხმობილი.

      Ⴃედოფალა – თაგვის გუარია.

      Ⴃედული – დედეული უძრავი ქონება, ვითა მამული – მამისეული.

      Ⴃედუფალი, დედოფალი ქალი მეფა, ანუ მეუღლე მეფისა. // ქალბატონი. // დედოფალი ეწოდების მთავართა მეუღლეთაცა, ხოლო სხუათა დიდებულთასა – ბანოვანი, ქალთა მათთა გასათხოვართა – სეფექალი, სხუათა ჩინებულთა კაცთა ცოლთა – მანდილოსანი, გლეხთა დედაკაცთა – დიაცი და პატივისცემისათჳს – უსო და დიასახლისი.

      Ⴃევი – მსოფლიურთა ზღაპართა შინა მოგონებული ცხოველი რაჲმე, ვითარ ცხენ-კაცი, გველაშაპი, ანუ იპოკენტავრი.

      Ⴃევის სისხლი – ჯიგრის ფერი ფისი, რომლისამე ინდოურისა, ანუ ამერიკის ხისა, ხმარებული სამკურნალოდ და სამხატუროდ, წამლად.

      Ⴃევნა – (ვსდევნი) უკანით მიდევნება მოსაწევნად და დასაჭერად, ანუ შეჭირვება. // (სდევს) ე.ი. თან ახლავს.

      Ⴃევსურა, დევცეცხლა.

      Ⴃეზი – მხედართ ფეხის ქუსლზე მიკრული რკინა ცხენის საჩხულეტი.

      Ⴃეკანოზი – ათის თავი, ათთა ზედა უხუცესი, ეწოდების უპირატესსა მღუდელსა (ნახე Ⴎროტოპოპი).

      Ⴃეკემბერი – უკანასკნელი თთვე წელიწდისა, ქრისტესშობისა, ანუ ტირისდენი (Ⴆოდიაქო ნახე).

      Ⴃეკეული – ნახე Ⴃიაკეული.

      Ⴃელამოტი – ხაჭო, რძე შედედებული, შეყველებული, ახალი უმარილო.

      Ⴃელფინი – დიდი ზღჳს თევზი.

      Ⴃენა – (ჰსდის) სლვა, მდინარება ნოტიოთა.

      Ⴃენთი – თოფის წამალი, ანუ სხვა ნივთი ამფეთქებელი.

      Ⴃერგი – ჭურთ უმცირესი ქილა (ნახე Ⴑაღვინე და Ⴛური).

      Ⴃერეფანი – სახლთ წინ ზედმობმული ჭერი უკედლოდ დახურვილი (ნახე Ⴃაეფანი).

      Ⴃესპანი – ელჩი (ნახე Ⴋოციქულთან).

      Ⴃეტი – დარაჯა, შორით მხედველი (ნახე Ⴃარაჯასთან).

      Ⴃვირე, დირე – ტივის ხე, გაუთლელი ძელი (ნახე Ⴞესთან).

      Ⴃვრინი, დრვინი – ფრიად დაბალი და ბოხი ბანი გალობაში.

      Ⴃვრიტა – მაჭკი,

Скачать книгу