Скачать книгу

დიდრონი ნაპერწკალი.

      Ⴁუსნარი – კორდი მაღალბალახოსანი.

      Ⴁუტბუტი, ბუდბუდი – ბუზღუნი.

      Ⴁუტკი – გამონასკული ხილი შემდგომად დაყვავილებისა.

      Ⴁუქი – ქარიანი თოვლი (ნახე Ⴇოვთან).

      Ⴁუქნა (ვბუქნავ) მუხლზედ ჩაჯდომა ცეკვაში (ნახე Ⴇამაშობა).

      Ⴁუღა – (ოთხფ.) კურო, დაუკოდავი მოზვერი მოსაშენებლად შენახული (ზროხასთან ნახე).

      Ⴁუღაური – სვეტისთავი, სამერხული.

      Ⴁუღრაობა, მუღურობა – ხართაგან რქებით ჭიდილი და მიწის გლეჯა.

      Ⴁუში შ – ობილი არა სჯულიერითა მეუღლეობითა.

      Ⴁუშტალეღვი – ადრეული.

      Ⴁუშტი – ქანთილი, პარკი ცხოველთ შარდისა. // Ⴜყალთა ზედა წვიმისაგან ამომჯდარი ბუშტები, რომელიც მსწრაფლ გაჰქრებიან და მისთანანი.

      Ⴁუჩქი, ბუჩქნარი – დაბალი ფიჩხი (ნახე Ⴒევრთან).

      Ⴁუცუცი – თუალთ ქუთუთოების დაბღნეძა.

      Ⴁურგი – პატარა ზღარბი.

      Ⴁუწუწი – ცუდი თმა, ბურძგლი, გაბურძგნული (ნახე Ⴇმა).

      Ⴁუჭონი – დახალული ქერი, ხალი ქერისა.

      Ⴁუჭულა – პატარა წისქვილი. // Ⴈმერულად პატარა ფაცხა.

      Ⴁუხარი – კედელთა შინა სახლისათა დატანებული საცეცხლური.

      Ⴁუხუნი – (ბუხუნებს) ლომისა ან ღორის ბრდღვინვის ხმა, დრუხუნი.

      Ⴁუჯერი – ბურენი, ჭურჭელთ შესაწყობი ხის თარო.

      Ⴁღავილი – (ბღავის) ცხვართ ხმიანობა.

      Ⴁღარტი – ბარტყი მართვე მფრინველთა.

      Ⴁღვერა – (ვუბღვერ) სიძულილით ან რისხვით შეხედვა.

      Ⴁღლარძუნი – (ებღლარძუნება, ბღლარძუნობენ) უგვანის ჭიდილით თამაშობა.

      Ⴁღნეძა, ბღნეჯა – (იბღნიძება, იბღნიჯება) ღმეჭა, ღრეჯა, უმსგავსოდ შეჭმუხნა პირის სახისა.

      Ⴁღოტვა – (ბღოტავს) ბორტვა, ბორდღვა, ოთხზედ სლვა (ნახე Ⴑიარულში).

      Ⴁღუარი, ბღორი – ჩრდილოეთი. Ⴑხვაგან სამხრეთად სწერია, მაგრამ ჩრდილოეთი უფრო მართალია, რადგან ბღორი მიღებულ არს ბერძული ლექსისაგან ბორეასი და სამხრეთის სახელი არს სხვა (ე.ი. Ⴇემანი ნახე).

      Ⴁღუვილი – (ბღუვის) ხართ ხმიანობა

      Ⴁღუნძვა –

Скачать книгу