ТОП просматриваемых книг сайта:
Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Читать онлайн.Название Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Год выпуска 0
isbn 9785449020451
Автор произведения Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Жанр Языкознание
Издательство Издательские решения
Ⴁორიალი – (ბორიალებს, აბორიალებს) ფრიალი, ფარფარი.
Ⴁორკილი – ფერხთ შესაკრავი ჯაჭვი რკინისა, ხელბორკილი არს შესაკრავი ხელთა, ხოლო ქედისა დადიანური და სახივი.
Ⴁორობანი – ხე მაღალი კეთილ ჩრდილოვანი, შობის წინა დღეს საკითხავში ხოლო სრულს დაბადებაში სწერია: მაგრილობელი.
Ⴁოროტი – ავი, ძვირის შემამთხვეველი, ვნების მომცემი.
Ⴁოროტის მოქმედი – ძვირის მოქმედი.
Ⴁოროტსვიანი – ავის ბედისა, შავსვიანი.
Ⴁორტვა, ბორდღვა, ბღოტვა, ბობღვა – Ⴑიარულში ნახე
Ⴁორცვი – სერი, პატარა გორა (ნახე Ⴋთა).
Ⴁორძიკი – (ვბორძიკობ) ფეხის შებრკოლება.
Ⴁორჯი – ბორჯალი (თათრულად ეწოდების ვალსა) ქართულად და იმერულად უხმობენ პაემანსა, ვადასა.
Ⴁორჯღლი – ხშირი კაპები ან როკები ხისა (Ⴂრჯღა ნახე), ბორჯღლედი ორკაპი.
Ⴁორჯღლიანი, ბორჯღლებიანი – ხე კაპებიანი.
Ⴁოსელი – გომი, საძროხე სახლი.
Ⴁოსტანა – ობობას მსგავსი ჭია გესლიანი, სანეხვეთა შინა მძრომი.
Ⴁოსტანი – მტილი.
Ⴁოსტნეული – მხალი და რაჲცა მოსავალი არს ბოსტნისა.
Ⴁოტვა – (აბოტებს, მიაბოტებს) დიდთა ცხოველთა სიარული, ვითარ სპილოსი და მისთანათა (ნახე Ⴑიარულში).
Ⴁოტი – თხის ერკემალი (ნახე Ⴇხასთან).
Ⴁოტოტი – სქელი და დიდი წვინტლი (Ⴞრასტი ნახე).
Ⴁოქვენი – პატარა მუცელი, დიდს მუცელს ქვეშეთი.
Ⴁოქონოტი, ბოქონოცი – არდაგი, წინ მისაფენი ფეშტამალი წელს ქვევით, ფეშტამალი.
Ⴁოქოული – იასაული, ბოქოულთ უხუცესი, უფროსი მათი.
Ⴁოღლამო – ხმელი თევზი მჟავით მგბარი.
Ⴁოღლიწო – ღვინოში დამბალი პური საჭმელად.
Ⴁოყვი – ხოკი, ხოკერი, ხის ქერქის ჭურჭელი.
[Ⴁოყინი – ].
Ⴁოშვი, ბოშვი – იმერულად, მარტვილი მესხურად, ყმაწვილი.
Ⴁოჩოლა – გამოზამთრული ხბო (ნახე