ТОП просматриваемых книг сайта:
Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Читать онлайн.Название Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Год выпуска 0
isbn 9785449020451
Автор произведения Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Жанр Языкознание
Издательство Издательские решения
Ⴃასტაქარი – ნახე Ⴃოსტაქარი.
Ⴃასტური – უსაცილო, უიჭველი. Ⴃასტურად მართლად. // ნების დართვა.
Ⴃასუნთქვა – (დასუნთქავს) გესლიანთა მძრომთაგან ზედ გარდავლით დაცოფვა, დაშხამვა, ცხოველთა ტანისა, ანუ ხილთა და მდელოთა ზედა დატევება შხამისა, რომელთაცა ჭამა სავნებელ იქმნების.
Ⴃასუსტება – (დავასუსტებ, დავსუსტდები) მოუძლურება.
Ⴃასუსხვა – (დავსუსხავ) ჯინჭრის ეკლიანთა ფურცელთა შეხებით დაწვა ტანისა, ანუ ყინვისა და სიცივისგან წახდენა მოსავალთა.
[Ⴃასქდომა] —
Ⴃასწავლა – (დავასწავლი, დავისწავლი) სწავლის მიცემა, ან მიღება, დაჩვევა.
Ⴃასწრება – (დავესწრები) დახვედრა, შეხდომა სხვასთან.
Ⴃასწრობა – (დავასწრობ) თჳსსა დროსა, ანუ უწინარეს სხჳსა შესრულება.
Ⴃასხვეპა – (დავსხვეპ, -პავ) მხალთაგან დამპალთ ფურცელთ დაგლეჯა, გარჩევა, გაფურჩნვა.
Ⴃასხდომა – (დავსხდებით) მრავალთ დაჯდომა.
Ⴃასხლეტა – (დავსხლეტ, დასხლტება) უეცრად გავარდნა, გაგდება.
Ⴃასხმა – (დავასხამ) გადმოღება ნოტიოთა სასმისსა ზედა, ანუ წუნიანთა ჭურჭელსა ზედა და სხ..
Ⴃასხმა – (დავასხამ) დანერგვა ხეხილთა და სხვათა მცენარეთა.
Ⴃასხმა – ხელთა (ხელს დავასხამ) კურთხევა თავზედ ხელის დადებით, სამღუდელოს ხარისხის შემოსვა. // დაჭერა, დაპატიმრება.
Ⴃასხმა – (დავსხამ) დაჯდინება მრავალთა.
Ⴃასხმა – (დავსხამ) დაწყობა მრავალთა ნივთთა რიგზედ, ანუ სათამაშოთა ჭადრაკის პაიკთა და მისთანათა. // შემოკრება, განკარგვა.
Ⴃასხმა – (დავესხმი) მტრისაგან უცებად მიხდომა, ზედადასხმა.
Ⴃასხმა – (დაისხამს, დაისხა) მოსხმა, გამოღება ხილთა მცენარეთაგან (ერთისთჳს ითქმის მობმა).
Ⴃასჯა – (დავსჯი, დავისჯები) გამტყუნება, ბრალეულად გამოჩენა. // გარდახდევინება, განპატიჟება.
[Ⴃატანება] —
Ⴃატაცება – (დავიტაცებ) ტაცება