ТОП просматриваемых книг сайта:
Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Читать онлайн.Название Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Год выпуска 0
isbn 9785449020451
Автор произведения Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Жанр Языкознание
Издательство Издательские решения
Ⴀღდგომა – (აღვსდგები) დადგომა, წარმოდგომა, აღმსთობა // მიხდომა, ზედა დასხმა // აღჭურვა, შებმა ბრძოლად // ამოსლვა ქარისა, ავდრისა და სხ. // განცოცხლება, აღდგომა მკუდრეთით.
Ⴀღება – (აღვიღებ, ავიღებ) აზიდვა, მოსმა ხელის დავლებით // გამორთმევა სხუათაგან ხელდახელ, ანუ გამოგზავნით // მოგროვება, აკრეფა // აღება პირისა ე.ი. გაღება, განსმა.
Ⴀღება, აღებანი – აღების ღამე ანუ დღენი მარხვათ შემოსლჳს წინა დღენი ანუ ღამე.
Ⴀღებმიცემა —
Ⴀღელება, აღელვება – (ავაღელებ, აღელდების) აღძრვა ზღუათა, ფურთუნი.
Ⴀღვიარება – სარწმუნოების წარმოთქმა (ნახე Ⴀღსარება).
Ⴀღვირედი – რახტი, ოქროთი დაფერილი და მორთული ლაგამი.
Ⴀღვირი – ურგოლო.
Ⴀღვისტალი – ეჯიბი, ნაიბი.
Ⴀღვლენა, აღვლინება – (აღვავლენ, ვლინებ) ზე აგზავნა, შეწირვა.
Ⴀღვსება – (აღვავსებ, აღვივსები) სავსედ შექმნა // ვის შორისმე წარმოება რისამე // შესრულება, გათავება.
Ⴀღვსების – დღენი საუფლოს პასექის წინა დღენი.
Ⴀღზავება – განზავება (ნახე Ⴘეზავება).
Ⴀღზავებული – შერეული, აღრეული.
Ⴀღზუავება – (აღვზუავნები) გაამპარტავნება, განლაღება.
Ⴀღზრდა – (აღვზრდი, აღვიზრდები) განზრდა, გაზდა.
Ⴀღზრზინება – (აღვაზრზინებ) აღშფოთება, ატეხა.
Ⴀღთქვეფა – (აღვსთქვეფ) არევა, გაქნა, გათქვეფა.
Ⴀღთქმა – (აღვსთქუამ) შეთქმა, აკვეთა, საზღურის დადება, რათა არა გარდახდეს, // (აღვუთქვამ) დარწმუნება აღსრულებისათჳს რისამე // დაპირება, შერიგება, ფასის გარდაკვეთა.
Ⴀღიელი და მარღი – თუალთეთრი უშვერი, ცხურისფერთა თუალთა ეწოდების გრემა, უფრო მოთეთროთა და შვენიერთა – ჟივჟავი და ჟუჟუნა, მოლურჯოდ ჭრელთა – ჭროღა და მაჩხი.
Ⴀღივება – (აღივდების)