Скачать книгу

სალ. ყავა ურძეოდ.

      Blockade der Westsektoren Berlins («Ⴁერლინის დასავლეთის სექტორების ბლოკადა») – იხ. Berlin-Krise.

      Blohm & Voß AG («Ⴁლომ უნდ Ⴔოსს ႠႢ») – ერთ—ერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო ფირმა; დაარსებულია 1877 წ. Ⴠამბურგში.

      Blumenstadt Erfurt (ყვავილების ქალაქი Ⴄრფურტი) – ქ. Ⴄრფურტის სახელწოდება; აქ ყოველწლიურად ტარდება მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა ႨႢႠ.

      BMW (შემ. Bayerische Motorenwerke AG—დან) (ႡႫႥ «Ⴁაჲრიშე მოტორენვერკე ႠႢ», Ⴋჲუნხენი) – ერთ—ერთი უმსხვილესი საავტომობილო ფირმა, დაარსებული 1916 წ. Ⴋჲუნხენში, სადაც არსებობს BMW-Museum—იც, მიძღვნილი სახელგანთქმულ ავტომობილსადმი.

      BND (ႡႬႣ) – იხ. Bundesnachrichtendienst.

      Bochum (Ⴁოხუმი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; 410 ათასი მაცხოვრებელი; მანქანათმშენებლობა, ელექტრო— და ქიმიური მრეწველობები; სატრანსპორტო კვანძი; უნივერსიტეტი, ობსერვატორია; დრამატული თეატრი.

      Bochum VfL («Ⴁოხუმ ႴႴႪ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1848 წ.

      Bockbier (ბოკბირი) – მაგარი ლუდი, რომელსაც აწარმოებენ ძირითადად Ⴁავარიაში.

      Bockwurst (ბოკვურსტი) – ცხელი სარდელი, რომელსაც მიირთმევენ ლუდ Bockbier—თან ერთად; ტრადიციული კერძი Ⴋაცხოვრის Ⴑხეულის Ⴃღესასწაულის დროს.

      Bode-Museum («Ⴁოდე—Ⴋუზეუმი») – Ⴁერლინის ერთ—ერთი მუზეუმი; აშენებულია 1897—1904 წწ. არქიტექტორ Ⴈნეს მიერ; ატარებს თავისი დამაარსებლის Ⴅ. ფონ Ⴁოდეს სახელს; მუზეუმში არის განყოფილებები: ეგვიპტური, ადრექრისტიანულ—ბიზანტიური, დართული ხელოვნების; გერმანული ფერწერული და საქანდაკო ნაწარმოებების კრებული.

      Bodensee (Ⴁოდენის თბა) – ერთ—ერთი უმსხვილესი და უმშვენიერესი ტბა Ⴀლპებისწინეთში Ⴂერმანიის, Ⴀვსტრიის და Ⴘვეჲცარიის საზღვარზე ზღვის დონიდან 395 მ.; მას უწოდებენ აგრეთვე Ⴘვაბურ ზღვას (das Schwabische Meer); ტბის ფართობი 538,5 კვ. კმ., სიგრძე 63,5 კმ., სიგანე 14 კმ., სიღრმე 252 მ.; ტბის ნაპირებზე მდებარეობენ ქალაქები: Ⴔრიდრიხსჰაფენი (Ⴂერმანია), Ⴐორშახი (Ⴘვეჲცარია), Ⴁრეგენცი (Ⴀვსტრია).

      Bodenwerder (Ⴁოდენვერდერი) –

Скачать книгу