ТОП просматриваемых книг сайта:
Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი. Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Читать онлайн.Название Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი
Год выпуска 0
isbn 9785449015617
Автор произведения Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Жанр Прочая образовательная литература
Издательство Издательские решения
Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და მე—19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც .
Ⴊექსიკონი
A
Aachen (Ⴀახენი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი; ბალნეოლოგიური კურორტი, სატრანსპორტო კვანძი, 243 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამამუშავებელი, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა; შემორჩენილია Ⴉარლოს Ⴃიდის რეზიდენციის ნარჩენები სასახლის კაპელით (786—798 წწ.); ქალაქში ტარდებოდა Ⴂერმანიის იმპერატორების გვირგვინის დადგმა (936—1531 წწ.), მე—19—20 სს. კი ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები; ქალაქში არის Ⴎრესის საერთაშორისო მუზეუმი (Internationales Zeitungsmuseum), Ⴉომპიუტერების მუზეუმი (Computer- museum).
Aachener Printe (Ⴀახენის თაფლის პური) – საშობაო ხორაგი: მოგრძო ფორმის თაფლის პური, უხვად შეკაზმული სუნელით.
Aalen VfR («Ⴀალენ ႴႴႰ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.
ABC-Abwehrtruppe (ქიმიური თავდაცვის ნაწილები) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.
Abc-Schutze – პირველკლასელი.
Abendgymnasium (საღამოს გიმნაზია) – სოზაგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სამი—ექვსი წლის განმავლობაში საგიმნაზიო კურსის გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის უფლების მოპოვებას.
Abendschule – საღამოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომუშავეთათვის.
Abgeordnetenhaus, Abgeordnetenkammer (დეპუტატების პალატა) – Ⴁერლინის პარლამენტის სახელწოდება; ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას; ირჩევენ ოთხი წლით.
Abitur – გამოსაშვები გამოცდები საშუალო სკოლაში, რომლის წარმატებული ჩაბარება იძლევა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლებას.
Abteiberg (Ⴀბტაჲბერგი) – სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქ. Ⴋჲონხენგლადბახში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარე); შეიცავს ავანგარდის მდიდარ კოლექციას.
Ackerbürger (მოქალაქე-მიწათმოქმედი) – პატარა ქალაქში მიწათმოქმედებით დასაქმებული მოქალაქე.
ADAC («ႠႣეႠႺე») – Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბი.
ADAC-Motorwelt («ႠႣეႠႺე Ⴋოტორველტ») – Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბის ჟურნალი.
Adam Opel AG («Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢ») – 1862 წ. Ⴀ. Ⴍპელის მიერ ქ. Ⴐჲუსელჰაჲმში დაარსებული საკერი მანქანების და ველოსიპედების წარმოების ფირმა; 1899 წლიდან – საავტომობილო კონცერნი; 1929 წლიდან ეკუთვნის ამერიკულ კორპორაცია «Ⴟენერალ მოტორსს».
Adenauer Konrad (Ⴀდენაუერი Ⴉონრად, 1876—1967 წწ.) – Ⴂერმანიის ფედერალური კანცლერი 1949—1963 წწ.; 1946—1966 წწ. – ႵႣႩ თავჯდომარე; მის სახელთანაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიური აღორძინება Ⴋეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
Adenauer-Ära («Ⴀდენაუერის ერა») – Ⴂერმანიის ისტორიის პერიოდი (1949—1963 წწ.), როდესაც მთავრობის სათავეში იდგა Ⴉონრად Ⴀდენაუერი.
Adidas AG («ႠႣႨႣႠႱ ႠႢ») (ფირმის დამაარსებელის სახელიდან Adi Dassler) – 1920 წ. დაარსებული სამრეწველო კომპანია, რომელიც უშვებს სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ინვენტარს; აქვს 8 საწარმო Ⴂერმანიაში და 25 ფირმა მსოფლიოს სხვადავხსა ქვეყანაში.
Adler («Ⴀდლერ») – საბეჭდი მანქანის მარკა, რომელიც გამოდიოდა ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Adler-Werke («Ⴀდლერ-ვერკე») — საბეჭდი მანქანების ქარხანა,